უცნობმა პირებმა თელავში დამოუკიდებლობის დღეს დარგული ხეები დაგლიჯეს
თელავში უცნობმა პირებმა, ცაბაძის ქუჩაზე, დამოუკიდებლობის დღეს დარგული ხეები მოთხარეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხეები გასული წლის 26 მაისს დარგეს და პროცესში, თითქმის მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა.
,,ხეები გასულ წელს, დამოუკიდებლობის დღეზე დავრგეთ. უამრავი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დღეს გამოვედით და ერთიც აღარ არის. ამას ქვია ვანდალიზმი”,–განაცხადა ადგილობრივმა, ემზარ შალიკაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ცაბაძის ქუჩაზე მაღალი ძაბვის სადენების გასუფთავების მიზნით ხეების გადაბელვა ,,ენერგო პრო ჯორჯიამ” მოახდინა.
ცაბაძის ქუჩაზე, სხვადასხვა ჯიშის ხეები თითქმის ნახევარი კილომეტრის მანძილზეა გაშენებული.