ახალი ამბები

სოფელ მაჩხაანში უბედური შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასაკოვანი ქალი იმ დროს დაიწვა, როდესაც საკარმიდამო ნაკვეთის დასასუფთავების მიზნით ბალახს წვავდა. ადგილობრივების ინფორმაციით ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და ნაკვეთშიც მხოლოდ თვითონ იმყოფებოდა.

მეზობლები ამბობენ, რომ ხმელი ბალახის აალება სწრაფად მოხდა და ქალმა თავის დაღწევა ვერ შეძლო. მიღებული დამწვრობის შედეგად ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამაეთლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.