ლაგოდეხის ნაკრძალში, მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული პედაგოგები ბრალს არ აღიარებენ
ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერთან მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ორი პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.
გურჯაანის რაიონულმა სასმართლომ, ბრალდებული მასწავლებლებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელა.
ბრალდების მხარე, პედაგოგებისათვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მაგისტრანტმა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
საქმე გასულ წელს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე, 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ექსკურსიაზე წასულ მოსწავლეებს აღმზრდელმა მდინარის ადიდების მიუხედავად, გადაადგილების ნება დართო. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სოფიო ნიკოლეიშვილმა ჩანჩქერიდან დაბრუნება ვეღარ შეძლო და გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.