გელა სამხარაული – საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნიშვნელოვანესია
ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა სამხარაული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას აფასებს.
მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
,,დღეს მესამე მოსმენით კონსტიტუციური კანონპროექტი მივიღეთ. ეს იყო ჩვენი დაპირება. პროექტის მიღებას ,,ქართულმა ოცნებამ”, ფრაქციებმა და უმრავლესობის გარეთ მყოფმა დეპუტატებმა სრულად დაუჭირეს მხარი.
სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ბოლომდე შეთანხმება და ცვლილებები არ იქნა მთელი პარლამენტის მიერ მიღებული, მაგრამ ეს არის რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამაზე შემდგომში უკვე ამომრჩეველი გასცემს პასუხს.
უმნიშვნელოვანესია ეს გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყანა ყოველკვირეულად ვითარდება და ესეც შეუწყობს ხელს დემოკრატიულ განვითარებას”,–განუცხადა Knews.ge-ს გელა სამხარაულმა.