რა თემებზე უნდა იყოს საარჩევნო კამპანია ფოკუსირებული – გამოკითხვა
არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება თუ ეპიდემიის მოსალოდნელმა მეორე ტალღამ არ შეუშალა ხელი.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.
მოსახლეობის აზრით უამრავი პრობლემაა რაზეც წინასაარჩევნოდ უნდა გამახვილდეს ყურადღება “პირველ რიგში აღსანიშნავია სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენ და ჩვენს შვილებს არ გვაქვს. ყველაზე დიდი განსაცდელია, როცა ჩვენი შვილები დაუსაქმებელნი და ხელშეწყობის გარეშე არიან” განუცხადა knews.ge თელავის მკვიდრმა თამარ წიკლაურმა.
ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე
თორნიკე ხალხელაური