სოფელ ჩუმლაყში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა
სროლა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
შემთხვევის დროს, დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალსის”
დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
,, რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში შემოიყვანეს ორი მამაკაცი. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორეს მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაშია, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება”, – განაცხადა ორველაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.