ახალი ამბები

ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარელი- თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე სამი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და ჟიგულის მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამარშრუტო ტაქსი რამდენჯერმე ამობრუნდა. მსუბუქი ავტომობილი კი დაიმტვრა.

სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი მგზავრები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

საავადმყოფოში არიან გადაყვანილი ავტომანქანების მძღოლებიც.

მედიკოსების თქმით, დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვთ აღენიშნებათ. პირველად სამედიცინო დახმარებას მედიკოსები, მგზავრებს, ამ წუთებში უტარებენ.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაწყებულია გამოძიება.