სოფელ ჯოყოლოში მოსახლეობა აქციას მართავს
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში აქცია მიმდინარეობს.
როგორც “კახეთის ხმას” სამოქალაქო აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა განუცხადა, ელექტროენერგიის ტრანსფორმატორი ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის საცხოვრებელი სახლის ეზოში დგას, რაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ბორძიკაშვილის განმარტებით, მოსახლეობა ელექტროგადამცემი სისტემის განთავასებას საცხოვრებელი სახლების მოშორებით ითხოვს.
“დენის ტრანსფორმატორი დგას ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლის ეზოში, რაც ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველია მოსახლეობისთვის. ამავე დროს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები ე.წ. “პრეჟით” არის დამაგრებული ღობეზე და შესაბამისად მოსახლეობის უსაფრთხოება არ არის დაცული. ვითხოვთ, რომ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემა განთავსდეს საცხოვრებელი სახლების მოშორებით”, – განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა.