თელავში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა – ვიდეო
თელავში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
“კახეთის ხმის” ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი მაშინ დაიწვა, როდესაც მძღოლმა მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.
როგორც “კახეთის ხმას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე მობილიზებული იყო 1 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. აალება სავარაუდოდ გაუმართავმა ელექტროსადეებმა გამოიწვია.