ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში შავი კლდეების ტბის ბილიკი გაიხსნა

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე შავი კლდეების ტბის ბილიკი გაიხსნა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბილიკი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. იგი გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ტური იწყება ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციიდან.

“შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს ანუ რუსეთის ფედერაციას შორის. ტბის მონახულებისას, მესაზღვრეებთან რეგისტრაციისთვის, მოქალაქეებმა აუცილებელია თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვიზიტორებს ადგილზე გიდები მოემსახურებიან”, – აცხადებენ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში.