ლაშქრობა კისისხევის გამოქვაბულებში- თელავში მცხოვრები მუსიკოსის ვიდეო ბლოგი
თელავში მცხოვრებმა მუსიკოსმა და სამოქალაქო აქტივისტიმა სოსო მიქელაძემ, თელავის მუნიციპალიტეტში უძველესი ადგილების და ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო ბლოგების მომზადება დაიწყო.
ვიდეოების მეშვეობით მსურველი კონკრეტული ისტორიული ძეგლის შესახებ ისტორიას მოისმენს და მისი დათვალიერება დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით შეეძლება.
სოსო მიქელაძეს თქმით, ის ერთის მხრივ ისტორიული ადგილების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი სახლში თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს აძლევს საშუალებას გახალისდნენ და გაიგონ უფრო მეტი თავისი მუნიციპალიტეტის შესახებ.
,,პირველრიგში მე ვიღებ ამით დიდ სიამოვნებას და ასევე ჩემს გულშემატკივარს ვაცნობ ისტორიულ და ულამაზეს ადგილებს.
სახლში ვერ დავჯდები და ვერ დავუკრავ მხოლოდ გიტარას, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე. ასე ვებრძვით კორონას. ამ აქტიურობით, ისტორიულ ადგილებს პოპულარიზაციასაც ვუწევ. ეს ყველაფერი ჩემს ახალ სიმღერებშიც აისახება”,– განუცხადა Knews.ge-ს სოსო მიქელაძემ.