ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე გურჯაანის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული, 250 ლარის სანაცვლოდ, ერთ- ერთ წვევამდელს , სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავის არიდებაში დახმარებას დაჰპირდა.

დაკავებული პირი, ამჟამად კახეთის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მას ბრალს, დღეს, სისხლის სამართლის კოდექსის 338- ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენებენ, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.