ახალი ამბები

გურჯაანში სიმსივნით დაავადებულ 9 წლის ბავშვს დახმარება ესაჭიროება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრებ 9 წლის თაზოს მედიკოსებმა ცხვირ-ხახის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რომელსაც საქართველოს არც ერთ კლინიკაში არ აკეთებენ.

პაციენტის მკურნალობას მხოლოდ თურქეთის ორი კლინიკა დათანხმდა. ოპერაციის გასაკეთებლად სასწრაფოდ საჭიროა 26 000 ევრო, რომლის ფინანსური შესაძლებლობა ოჯახს არ აქვს. 9 წლის ბავშვის დასახმარებლად თი ბი სი, საქართველოსა და ლიბერთი ბანკებში გახსნილია ანგარიში. მოქალაქეებს
თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის შემდეგ ნომრებზე:
TBC ბანკი –
GE78TB719114506110019;

საქართველოს ბანკი –
GE15BG000000034591886;

ლიბერთი ბანკი –
GE17LB028887027014837.

მიმღები – მანანა შანყულაშვილი
(დეიდა) პირადი ნომერი – 13001000450.