ახალი ამბები

კახეთიდან ატმის ექსპორტი შეუფერხებლად განხორციელდება

დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ფერმერებსა და სამაცივრე მეურნეობების ხელმძღვანელებს შევხვდნენ.

შეხვედრაზე ატმის რეალიზაციის შესახებ ისაუბრეს. როგორც პავლიაშვილმა აღნიშნა, წელს 35 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროდუქტი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ამ სეზონზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს. სოფელ ჩუმლაყში მოეწყობა ე.წ შლაგბაუმები, სადაც ექსპორტიორები თერმოსკრინიგს გაივლიან. მანამდე კი მათ საქართველოს საზღვარზე შეამოწმებენ.

-„წელს ატმისა და ნექტარინის მოასავლის დიდი რაოდენობას ველოდებით. გვაქვს ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მიწოდების გამოცდილება. გასულ წელს 2 სამაცივრე მეურნეობა მუშოაბდა, ახლა კი მათი რიცხვი 20-ს შეადგენს. წელს რადგან პანდემიაა, გავაკეთეთ ლოკაცია ჩუმლაყის ტერიტორიაზე, სადაც განთავსდებიან ის მანქანები, რომელთა მეპატრონეებიც აპირებენ ექსპორტი განახორციელონ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს გარკვეული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება პანდემიასთან საბრძოლველად. ამიტომ ვთხოვთ მოსახლეობას, ექსპორტიორებსა და ფერმერებს გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რათა ხელი არ შევუწყოთ კორონავირუსის გავრცელებას. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ექსპორტიორებს ჰქონდეთ მწვანე კორიდორი, ერთი ფანჯრის პრინციპით გაიცემა ყველა დოკუმენტი. ამასთანევე ერთად ვიზრუნებთ, რომ ფერმერს არ შეექნებას რეალიზაციის პრობლემა, “-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

კახეთის გუნერნატორის ირაკლი ქადაგშვილის განაცხადებით, წელს ატმის ფასი ფერმერებისთვის მისაღები იქნება.

„უკვე იწყება ატმის რთველი. ჩამოყალიბდა შტაბი, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი იქება განხილული, რომელიც რთველს ახლავს. კოვიდ 19-ის პირობებში ჩვენ დამატებითი სირთულეები და რეგულაციები გვაქვს, მათ შორის ექსპორტზე გასატანი პროდუქციის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც შტაბი, ასევე მთლიანად სამინისტრო მოწოდებულია ყველა პრობლემა ოპერატიულად იყოს გადაწყვეტილი . ადგილზე შემქნილია სავაჭრო სივრცე, სადაც ბაზრობა უნდა გაიმართოს. გაზრდილია სამაცივრე მეურნეობების რაოდნეობა. ვფიქრობთ, ფასი იქნება ნორმალური და არ შეიქმნება დეფიციტი საქონლის დაბინავებასთან დაკავშირებით,“.

ატმის რეალიზაციის პროცესის უსაფრთხოების წარმართვის მიზნით, სამართალდამცველები ჩაერთვებიან.