ამირან გამყრელიძე – კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი უარყოფს ინფორმაციას, რომ კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით არის კახეთიდან, თუმცა რეგიონში ინფექციის შემთხვევა არ დადასტურებულა.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ინფიცირებული პირი, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
„კახეთში არ დადასტურებულა, არის კახეთიდან წარმოშობით ადამიანი, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან კონტაქტით, რუსეთიდან შემოსვლისას, დაუდასტურდა. კახეთში ინფექციის წყარო არ არის. წინასწარი ინფრომაციით, ის გახლავთ ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოეთი მეზობლიდან. მიმდინარეობს კვლევა, ადამიანს დაუდასტურდა კარანტინში და მისი კონტაქტია ეს ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.