კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს გამოუვლინდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა.
შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სადაც მამაკაცი, მეზობელი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარიეტა გონაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი დაინფიცირდა მოქალაქისგან, რომელიც დაემგზავრა მძღოლს.
“მძღოლი რუსეთში იმყოფებოდა. მას დაემგზავრა პირი, რომლიც გადაიყვანეს კარანტინში. კარანტინში ამ პირს დაუდასტურდა ვირუსი. ეს გახლავთ მისი კონტაქტი. გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა და გადავიყვანეთ თბილისში”, – განაცხადა მარიეტა გონაშვილმა.
მამაკაცი საქართველოში 22 მაისს დაბრუნდა.