ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

უცნობია, როდის მიიღებს თელავის თეატრი მაყურებელს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უკვე რამდენიმე თვეა, რაც სპექტაკლებს ონლაინ რეჟიმში ატარებს.

როგორც knews.ge-ს მსახიობმა ვანო იანტბელიძემ განუცხადა, უცნობია როდის მიიღებს თელავის თეატრი მაყურებელს, თუმცა ახალი სპექტაკლისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

მისივე ინფორმაციით, წარმოდგენები დისტანციურად ყოველ პარასკევს იმართება.

„კოვიდ 19-მა დაგვატყო თავისი ხელი და თეატრი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. თელავის თეატრმა, პირველმა, პარასკევობით დაიწყო ონლაინ სპექტაკლები. 6 ივლისამდე მაყურებელს ვერ მივიღებთ, სამინისტრომ ასე გვითხრა. მანამდე ონალინ რეჟიმში იქნება სპექტაკლები. ჩვენთვის ძალიან რთულია ასე მუშაობა, რადგან თეატრის სილამაზე მაყურებელთან ურთიერთობაშია. დაწყებულია თეატრში სპექტაკლზე მუშაობა და მალე გამოვა, შემდეგ ახალსაც დავიწყებთ და ასე განვაახლებთ მუშაობას“, – განუცხადა knews.ge-ს თეატრის მსახიობმა, ვანო იანტბელიძემ.
თელავის თეატრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, სპექტაკლების ჩანაწერებთან ერთად, რეგულარულად იტვირთება მსახიობების მონო ჩანახატებიც.

 

ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე, ზურა არჩემაშვილი