საქართველოში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
საქართველოში ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს.
ტრანსპორტში მგზავრობის დროს სავალდებულოა პირბადის ტარება.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 31 მარტს აირძალა.