29-30 მაისს წვიმა, ქარი და წყალმოვარდნებია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის კახეთშიც 29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
ასევე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს”,-აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.