თელავში მოტო კოლონა გაიმართება
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მოტო კოლონა გაიმართება.
ღონისძიება 19:00 საათზე თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ღონისძიება თელავის ექსტრემალთა და სპორტული კლუბის პრეზიდენტის, ოთო მდივნიშვილის ინიციატივით ჩატარდება.
“ჩემი ჯანმრთელობის გამო გრაფი დრაკულას გრაფიკით მიწევს ცხოვრება, ანუ მზის ჩასვლისას ვიღვიძებ და მზის ამოსვლის თანავე ვიძნებ. 25 მაისის დილის 5 საათზე ვფიქრობდი და ვიხსენებდი განვლილ წლებს, თუ როგორ ავღნიშნავდით თელავში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, წელს კი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 102 წლის იუბილეა, მაგრამ სამწუხაროდ კორონა ვირუსის პანდემიის გამო წელს არცერთი ღონისძიების ორგანიზება არ არის შესაძლებელი.
ამაზე ფიქრის და განცდის მომენტში მომივიდა ასეთი იდეა, რომ ისევ ჩვენი კლუბის ორგანიზებით არ დაირღვევა არცერთი შეზღუდვის კანონი, ვინაიდან ჩვენ დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ რაიდით ანუ მოტო კოლონით და ასე მაინც შევუქმნით საქართველოს მოქალაქეებს საზეიმო განწობას და ჩვენ, ბაიკერები, მივულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას ჩვენებური, ბაიკერული ტრადიციით”, – განუცხადა knews.ge-ს ოთო მდივნიშვილმა.
მისივე განმარტებით, ღონისძიებაზე მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს მაქსიმალურად დაიცავენ.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე