თელავში კიდევ ერთი მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა
თელავში მოხალისე ახალგაზრდებმა კიდევ ერთი ჯგუფი ჩამოაყალიბეს.
როგორც knews-ს ჯგუფის დაარსების ინიციატორებმა განუცხადეს, მოხალისეების ჯგუფმა უკვე 150 ადამიანს გაუწია დახმარება.
“თელავში კიდევ ერთი დახმარების ჯგუფი შევქმენით. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ორი მოხალისე ვარ. ჩვენ ხალხს საშუალებას ვაძლევთ, დაეხმარონ ერთმანეთს და აჩუქონ, უყიდონ პროდუქტი, ტანსაცმელი, წამალი და მათთვის სხვა საჭირო ნივთები”, – აცხადებს ლაშა ბაბუაშვილი.
გვანცა მოლაშვილის თქმით, მათი სურვილია, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაერთიანდეს ჯგუფში სიკეთის საკეთებლად.
,,ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. უკვე 150 ადამიანს დავეხმარეთ. 1000 ლარზე მეტი ღირებულების შესაბამისი დახმარება გავეცით”, – ამბობს გვანცა მოლაშვილი.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე