კახეთი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რეგიონში Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
,, 19 მაისის მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 15 მოქალაქე. 4 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 405 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც. 18 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 118 ნიმუში. 103 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 17 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 18 მაისის დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2897 ნიმუში”, – განაცხადა განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.