ახალი ამბები

კახეთი ისევ ინარჩუნებს ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს

კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და რეგიონი კვლავ ინარჩუნებს ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილი განმარტებით, დღემდე კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსდირდება.

PCR ტესტირებით კორონავირუსი 2 მედიკოსს დაუდგინდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით მათი ახალი ვირუსული ინფექციით ინფიცირება არ დადასტურდა. დღემდე კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 2662 ნიმუში გაიგზავნა. ბიოლოგიურ მასალას დღესაც გავაგზავნით”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.