ახალი ამბები

გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება განახლდა და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტს, რომლის ჯამური ღირებულება 2 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობის პროცესს დღეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი ადგილზე გაეცნენ. “ჩვენი ქვეყნისთვის განათლება და ახალგაზრდობა ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, კახეთის რეგიონში, ორი ტექნოპარკი – ქ. ახმეტასა და ქ. თელავში უკვე გაიხსნა, რეგიონული ინოვაციების ცენტრი, რომელიც გურჯაანში შენდება რეგიონისთვის მესამე იქნება, რაც ახალგაზრდებისთვის, მათი ინტერესების შესაბამისად, ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით,
პროექტის განხორციელებით ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ეზიარონ ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელზე წვდომაც დღეს შეზღუდულია.

ახალგაზრდებისთვის ეს შესაძლებლობა მოახდინონ თავიანთი იდეებისა და ცოდნის რეალიზაცია”– აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.