ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე – წელს საზოგადოებას გარკვეულ ტრადიციებზე უარის თქმა მოუწევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს საზოგადოებას გარკვეულ ტრადიციებზე უარის თქმა მოუწევს.
როგორც მან „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, წელს ხალხს დიდ ქორწილებსა და დიდ დაბადების დღეებზე, სავარაუდოდ, უარის თქმა მოუწევს.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს პირდაპირ საუბარი. წელს კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება გულისხმობს, რომ თავი უნდა შევიკავოთ ჩვენი ზოგიერთი ძალიან კარგი ტრადიციის აღნიშვნისგან, რაც ქართველებს და არამარტო ქართველებს გვაქვს. განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები, ალბათ წელს ამაზე უარის თქმა მოგვიწევს,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.