ახალი ამბები

კახეთში 105 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 12 მაისს ლუგარის ლაბორატორიაში 192 ნიმუში გაგზავნეს, საიდანაც 105 ტესტირების შედეგია ცნობილი.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ რომდე Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 მოქალაქე. 10 საკარანტინე სივრცეში კი 473 ადამიანია მოთავსებული.

,,ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.12 მაისს ლუგარის ცენტრში 192 ნიმუში გავაგზავნეთ. 105 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2407 ნიმუში, აქედან 894 მედპერსონალია, ხოლო 679 კარანტინიდან არის გაგზავნილი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.