ახალი ამბები

მთავრობამ ფერმერები სარწყავი წყლის გადასახადისგან გაათავისუფლა

მთავრობამ ფერმერები 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყლის გადასახადისგან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გააჟღერა.

„საქართველოში დღეს 42 ათასი ფერმერი გვყავს. ყველა მათგანი სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან ანუ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში. ასევე, თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულის სახით დაეხმარება სამუშაოების ღირებულების 50%-ით. ეს იქნება გრანტი“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ფერმერებისთვის შეთავაზებული პროგრამები 20 მაისიდან ამოქმედდება და მათ ამ დროიდან შეეძლებათ, მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს