ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ
მთავრობამ ფერმერების დახმარებისთვის პროგრამა შეიმუშავა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სიფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.
„თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად, 10 ჰექტარი მიწა და ამშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით.
ეს რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.