ახალი ამბები

ახმეტაში მდინარე ორვილი ადიდდა და ცენტრალური გზა დატბორა

თითქმის ოცდაოთხსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის მუნიციპალიტეტშიც. როგორც “კახეთის ხმას” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად მდინარე ორვილი ადიდდა და ცენტრალური საავტომობილო გზა დატბორა. ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობას სამართალდამცავები არეგულირებენ.

“ამ წუთებში შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან იმ ადგილას, სადაც მდინარე ორვილი ადიდდა. საბედნიეროდ აღარ წვიმს, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ სამუშაოები და წყალი კალაპოტში მოვაქციოთ”, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.
ცნობისთვის, უხვმა ნალექმა ზარალი მიაყენა ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს. დატბორილია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო საბარგულები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართული და სარდაფი. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.