კახეთში 301 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 225 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც ცნობილია 201 ნიმუშის პასუხი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ასევე კოვიდ 19 არ დაფიქსირდა 8 მაისს გაგზავნილ 100 საკვლევ მასალაში. ბოლო მონაცემებით, ჯამში 301 მოქალაქის ნიმუშის ტესტირების პასუხი ნეგატიურია.
“9 მაისს კახეთიდან ავიღეთ და ლუგარის ცენტრში გავაგზავნეთ 225 ნიმუში. მათგან 201 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. დარჩენილი ტესტის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2105 ნიმუში, აქედან 842 მედპერსონალია, 556 კარანტინი. რაც შეეხება საგარეჯოს მედდის შემთხვევას: 6 მაისს მას გეგმიური ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR ტესტირებით დაუდგინდა კოვიდ ინფექცია. პაციენტი იყო უსიმპტომო. ის ბოჭორიშვილის კლინიკაში და მოთავსებული იყო იზოლირებულ ბოქსირებულ განყოფილებაში. კლინიკური კვლევების საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს განმეორებით ტესტირების ჩატარება. 8 მაისს განმეორებითმა PCR ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამის გამო 9 მაისს ჩატარდა ჩაღრმავებული კვლევები ყველა ბიოლოგიურ მასალაზე. კვლევის შედეგებმა კოვიდ ინფექციის არსებობა არ დაადასტურა“,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.