საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალის ექთანს კორონავირუსზე კვლევას უტარებენ
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსზე კვლევას უტარებენ.
როგორც “კახეთის ხმას” კლინიკის დირექტორმა განუცხადა, ეს მიიჩნევა კორონავირუსის საეჭვო შემთხვევად და არის თუ არა ექთანი კოვიდ 19-ით ინფიცირებული, ეს კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„საბოლოო პასუხი ჯერ მიღებული არ ვიცით. როცა დადასტურებულად მეცოდინება, აუცილებლად გეტყვით. ის ჩვენს საავადმყოფოში მუშაობს და ამ ეტაპზე ეს კორონავირუსის საეჭვო შემთხვევად მიიჩნევა, რის გამოც მას კვლევა უტარდება. ჩვენ „ცხელების ცენტრი“ ვართ და ყველა თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება უტარდება. შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საეჭვო შემთხვევებზე განმეორებით კვლევას იწყებს. მას ჯერ კვლევა უტარდება“, – განაცხადა დავით ჯიქიამ.