თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა
თელავის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა.
როგორც “კახეთის ხმას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს მეთქი, ქალაქ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“პროექტის ღირებულება – 1 102 000 ლარია. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ბკ კონსტრაქშენ,, ახორციელებს”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.