ახალი ამბები

საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

პარლამენტმა სამი მოსმენით სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარევათა კოდექსში ახალი ნორმები შეიტანა.

საპარლამენტო უმრალესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განმარტებით, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ფიზიკური პირი პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს, პირველ შემთვევაში 3000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობი ჯარიმაა გათვალისწინებული.

„359 პრიმა მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით საგანგებო და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთვევაში ამისთვის ის ისჯება 3000 ლარიანი ჯარიმით და იურიდიული პირის შემთვევაში ეს არის 15 000 ლარი. ამის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია.

განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კონკრეტული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს ზომები და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა და ერთი ახლი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ არ იყო შესაძლებელი განჭვრეტა, ადმინისტრაციული ჯარიმის დადგენის დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული, პირველად შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე არის იქ მითთება, რომ პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.