ახალი ამბები

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომების მქონე 5 პაციენტია მოთავსებული

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი იზოლირებულ პალატებში არიან მოთავსებულები.

მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

კლინიკის დირექტორი ხათუნა ჭონიაშვილი აცხადებს, რომ პაციენტებს ანალიზები აუღეს და ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. დაუდასტურდებათ თუ არა მათ COVID 19, ხვალ გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.