მევენახეები და ფერმერები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით გადაადგილებას შეძლებენ
22 აპრილიდან 27 აპრილამდე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.
გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ დროს: დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე.
გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით იმყოფება არაუმეტეს 3 პირი).
განსხვავებული შემთხვევების არსებობისას მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ცხელ ხაზებზე:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 5998017
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 595361235
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 0353220004; 599852200
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 574179623; 597926016
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 599857955
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 577001343
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 551103999
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 595534633