საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა შესაძლოა გახანგრძლივდეს
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის, შესაბამისად, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით.
გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.
მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.