ახალი ამბები

თელავში მოხალისემ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს სურსათი დაურიგა

თელავის მუნიციპალიტეტში, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ 9 ოჯახს, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დახმარება გაუწიეს.

გიგა აივაზაშვილი Knews-სთან აცხადებს, რომ ოჯახების მოძიებაში ემიგრანტებს დახმარება გაუწია და შემდგომში სურსათიც მანვე გადასცა.

,,ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში გამოვაქვეყნე პოსტი.  ჯგუფის წევრებს ვთხოვე, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ვეძებდით ისეთ ოჯახებს ვინც არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა და მოეწერათ თუ იცნობდნენ ვინმეს. პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა, თავად ის ადამიანებიც მწერდნენ ვისაც ძალიან უჭირდა”. 
ქვეყენაში არსებული კარანტინისა და კომენდანტის საათის გამო ხელი რომ არ შეშლოდა, საშვი გააკეთა და ოჯახების დახმარებას ისე განაგრძობდა.
,,მეგობარმა დამაკავშირა ემიგრანტებს და მკითხეს თუ შემეძლო დახმარება. სურსათის გარდა, ცხრავე ოჯახს გადავეცით მცირე თანხა 30 ლარის ოდენობით. ქართველი ემიგრანტები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, ეტაპობრივად მუდმივად ეხმარებიან გაჭირვებულ მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით. 
რაც შეეხება გადაადგილებას, დავრეკე 144-ზე და ავუხსენი მიზეზი რისთვისაც მჭირდებოდა. პირველად საშვი მომცეს 4 საათით, მაგრამ ვერ მოვასწარი და დამიმატეს კიდევ საათნახევარი”, – აცხადებს Knews-სთან გიგა აივაზაშვილი.
ამ დროისთვის, გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტების დახმარების სამიზნე ოჯახები ცნობილი არ არის.