თელავში წარმოებული ღვინო ექსპორტზე პოლონეთში გავა
თელავში წარმოებული ღვინო ექსპორტზე პოლონეთში გავა.
ღვინის ბრენდის ,, Madamwine” დამფუძნებელი მანანა ახვლედიანი განმარტავს, რომ ევროპული წესით დამზადებულ, სპეციალურად ქალებისთვის შექმნილ ღვინოს მაისის თვის დასაწყისში პოლონეთში ექსპორტზე გაიტანს.
„მაქსიმალურად გადავერთე ექსპორტზე, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე აღარ გამოვიტანე.
ასევე ორ ქვეყანასთან ვაწარმოებდი ექსპორტისთვის მოლაპარაკებებს, თითქმის კონტრაქტამდე ვიყავით მისულები, მაგრამ, ჯერჯერობით, გავჩერდით. ისინი ადგილზე უნდა ჩამოსულიყვნენ, ენახათ ხარისხი, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო, ვეღარ შეძლეს“, – აცხადებს მანანა ახვლედიანი.
კომპანია ამ დროისთვის 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომლის ექსპორტი სხვადასვა ქვეყანაში ხორციელდება.