ლაგოდეხში სასურსათო პაკეტს 2000 სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სასურსათო პაკეტი 2000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა.
დახმარების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 750 ლარი უკვე გამოიყო.
,,მერიის დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 ვეტერანს 200 ლარი და 63 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს 100 ლარი ერთჯერადად ჩაერიცხებათ. პროდუქტის დახარისხების და დარიგების პროცესებში კი, მუნიციპალიტეტის მერიც მიიღებს მონაწილეობას”, – განუცხადეს Knews-ს მერიაში.
მარიამ ოქროცვარიძე