გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე გაიმართება
გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ექვთიმეს გადაწყვეტილებით, დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა ეკლესიაში ღვთის მსახურება და სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე გაიმართება.
ის მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
მეუფე ექვთიმე ლეჟავას განმარტებით, აუცილებელია რისკები გავითვალისწინოთ. მისი თქმით მორწმუნეებმა ტაძარში ვერ მისვლის გამო სინდისი არ უნდა დაიმძიმონ.
„ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან წესები და ნუ დაიმძიმებენ სინდისს, თუ არ მოვლენ ტაძარში. ეკლესიები არ დაიკეტება, თუ ვინმეს უნდა მოსვლა დაესწრება კიდეც ლიტურგიას, მაგრამ, მოსახლეობას ვურჩევთ, რომ დარჩნენ სახლში. არ მიიღონ ისე, თითქოს ისინი ეკლესიის წინაშე არასწორს აკეთებენ“, – აღნიშნა მეუფე ექვთიმემ.