ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა

დედოფლისწყაროში ქუჩების სადეზინფექციო ხსნარებით მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა.

სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ დედოფლისწყაროს მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი სპეცტექნიკა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით დამუშავდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შვიდი ქუჩა და სოფელი ხორნაბუჯი, რაც ჯამში 12 კილომეტრს მოიცავს.

,,სპეციალური ხსნარებით დამუშავდა და მოირეცხა ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გვქონდეს სუფთა გარემო და არ იყოს კორონავირუსის გავრცელების საფრთხე”, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.