ახალი ამბები

ხვალიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება

ხვალ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. 

ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.