ახალი ამბები

ახმეტაში მცხოვრებ ქუჩის მხატვარს საღებავები გადასცეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებ თვითნასწავლ მხატვარს, მარიამ ცისკარიშვილს, ახმეტის სავაჭრო ცენტრის დახმარებით თუშეთის განვითარეის ფონდმა, სამუშაოდ 6 თვის საკმარისი ინვენტარი და მასალები გადასცა.

17 წლის მარიამ ცისკარიშვილი ზემო და ქვემო ალვანში უსახურ და დანგრეულ კედლებს ნახატებით ალამაზებს.  ახმეტაში ის ერთადერთი ქუჩის მხატვარია. 

მისი თქმით, ის ნახატებში ფოლკლორს, ისტორიას და ხელოვნებას აცოცხლებს. ერთი ნახატის დახატვას კი ორიდან ხუთ დღემდე ანდომებს.

,,ახმეტის სავაჭრო ცენტრმა და თუშეთის განვითარების ფონდმა გადმომცეს მასალები. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

ახლა სრულად ორი გაჩერება მაქვს მოხატული და კიდევ ვაპირებ დანარჩენი გაჩერებების მოხატვას ამ ორ სოფელში’,- განუცხადა knews.ge-ს მარიამ ცისკარიშვილმა.