კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 26 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილ ყველა ნიმუშზე პასუხი უარყოფითია.
მისი განმარტებით, გუშინ ცხელების ცენტრებიდან და კარანტინის ზონიდან სულ 26 პაციენტის ნიმუში გაიგზავნა და არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.