ახალი ამბები

დედოფლისწყაროში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო

COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, თერმოსკრინინგი სოფელ გამარჯვებიდან დღეს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
,,აღნიშნული პროცედურის ფარგლებში ტემპერატურის გაზომვასთან ერთად, მოქალაქეების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობაც ფასდება. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მათ ზუსტი დიაგნოსტიკა ჩაუტარდებათ”,– განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.