საქართველოში შესაძლოა სასაფლაოები დაიხუროს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაძლოა სასაფლაოების დახურვა გახდეს საჭირო.
მისივე თქმით, ეს დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.
„დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში.
რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოს მონახულების. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, გავხდეთ იძულებულები და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს.
ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან, რომელიც იქნება“,-განაცხადა გახარიამ.