ახალი ამბები

ყრუ, სმენადაქვეითებული და უსინათლოყრუ პირებისთვის ინფორმაციაზე მისაწვდომობას ითხოვენ

პეტიციაში, https://ichange.gov.ge/12865, რომელიც დღეს გაჩნდა სოციალურ ქსელში, ყრუ, სმენადაქვეითებული და უსინათლო ყრუ პირებისთვის ინფორმაციაზე მისაწვდომობას ითხოვენ.

პეტიციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ორგანიზაციის, ,,ყრუ უსინათლოთა კლუბის” ხელმძღვანელის, ჟუსტური ენის თარჯიმანი Knews-სთან საუბარში ამბობს, რომ COVID-19ს პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყრუ, სმენადაქვეითებული და ყრუ-უსინათლო პირებისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

,,ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, თუმცა, პრეს-კონფერენციებზე, სიუჟეტებში, სოციალური მედიით გაჟღერებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის შესახებ ჩვენთვის მიუწვდომელია, რადგან მას არ ახლავს თარგმანი ჟესტურ ენაზე და სუბტიტრები”, – აცხადებს knews-სთან მაია რაზმაძე.

პეტიცია შემუშავებულია ყრუ, სმენადაქვეითებული და ყრუ-უსინათლო პირების უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციების მიერ.