ალავერდის ტაძარი ისტორიულ იერსახეს დაიბრუნებს

ალავერდის უძველესი ტაძარი ისტორიულ იერსახეს იბრუნებს.

რამდენიმე წლის წინ დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების წინანდელ ტრადიციებს გააცოცხლებს, მათ შორისაა ღვინის დაწურვა-შენახვის უძველესი ტექნოლოგიები.

რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა, აქტიურად არის ჩართული ეპარქიის მღვდელმთავარი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითი.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ კომპანია “RMG “-თან ერთად დაიწყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს სააგენტოს, კომპანია RMG-სა და საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც კომპანია 2018-დან 2021 წლის ჩათვლით 7 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მათ შორის ალავერდის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება. 4 წლიანი პროექტი კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების 1 700 000 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *