დედოფლისწყაროში ძაღლს სცემეს და ორმოში ჩააგდეს
დედოფლისწყაროში მეპატრონემ პიტბულის ჯიშის ძაღლი აწამა და ღრმა ორმოში ჩააგდო. მას ძაღლი ორმოში რამდენიმე დღის განმავლობაში საჭმლისა და წყლის გარეშე ჰყავდა.
ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ავრცელებს.
ცხოველთა თავშესაფარში აცხადებენ, რომ ძაღლი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და სამკურნალოდ მათთან მიიყვანა.
,,ხვადი პიტბული 2 წლამდე ასაკის დედოფლისწყაროდან ჩამოიყვანა ლევან ჯინიკაშვილმა. მან გვითხრა, რომ ეს ძაღლი დედოფლისწყაროში მცხოვრებმა პირებმა შემოიყვანეს თურქეთიდან თავიანთ ფერმაში. ძაღლმა თამაშის დროს რამდენიმე ქათამი მოკლა, ამის გამო კი მეპატრონემ სცემა და ღრმა ორმოში ჩააგდო. რამდენიმე დღის განმავლობაში არც აჭმევდა და სცემდა. შემოყვანისას ძაღლი იყო საშინლად გამხდარი.
მნიშვნელოვანია, რომ ფერმიდან წამოყვანის შემდეგ ცოტა ხნით ლევანს ჰყავდა სახლში და უვლიდა, თუმცა ძაღლს მანქანა დაეჯახა და ჩვენთან შემოიყვანეს სამკურნალოდ ”,- განაცხადეს ცხოველთა თავშესაფარში.