თელავში მოქმედმა ყველის საწარმომ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს პროდუქცია გადასცა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მოქმედმა ყველის საწარმომ, იყალთოში, სასტუმრო ,,სავანეთში”კარანტინში მყოფ მოქალაქეებს წარმოებული პროდუქცია უსასყიდლოდ გადასცა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მსგავსი აქცია უკვე მეორეა.
,,ეს არის მცირედი საჩუქარი კომპანიისგან, კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაცნობიერებთ ჩვენს დიდ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე”,-აცხადებენ კომპანიაში.